28 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
24 საათი ერთად იზრდებოდნენ, ძმაკაცები იყვნენ - მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის მონაწილეები ახლო მეგობრები იყვნენ და ინციდენტი, სავარაუდოდ, ე.წ. "საქმის გარჩევას" მოჰყვა.

ამის შესახებ კურიერთან მკვლელობაში ბრალდებულის ახლო ნათესავები საუბრობენ.    

"საღამოს გავიდა სახლიდან. დარეკეს, ბავშვებმა იკამათესო. მერე მოვიდა პოლიციის თანამშრომელი, დაჭრა მოხდაო და ისიც არ ვიცოდი, საწყალი საავადმყოფოში რომ გარდაცვლილა. 24 საათი ერთად იზრდებოდნენ, ძმაკაცები იყვნენ. თბილისში დააკავეს. როგორც კი ეს მოხდა, ალბათ, პირდაპირ წავიდა თბილისში. მეტი არაფერი ვიცი," - ამბობს კურიერთან  მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა, გერონტი ტორაძე. 

ქუთაისში წუხელ 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს. გვიან ღამით დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გრდაცვლილი იყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ,  წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.

შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო დასაგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელსდაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები