19 მაისი 2024,   08:51
ვრცლად
მოზარდების აღზრდა - არასამთავრობო სექტორი სახელმწიფოს, ოჯახის და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

სახელმწიფოს, ოჯახის და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი. სპეციალისტების განმარტებით, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს საგანმანათლებლო სისტემა და სკოლებში დამატებითი საათები დაუთმოს სამოქალაქო განათლებას, ასევე შეიქმნას წრეები, სადაც ახალგაზრდებს თვითრეალიზების საშუალება მიეცემათ.

„აუცილებელია, რომ სკოლაში იყოს ისეთი საგნების სწავლება, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ისწავლონ, როგორ უნდა მოაგვარონ თავად პრობლემები არაძალადობრივი მეთოდებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში პოზიტიური გარემო შეიქმნას და არამც და არამც ეს არ უნდა იყოს დასჯაზე ორიენტირებული. ასევე მასწავლებელთა კომპეტენცია უნდა ამაღლდეს და მასწავლებლების გადამზადების პროგრამებში უნდა შედიოდეს ის თუ რა არის ძალადობა,“ - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.

ფსიქოლოგები და ბავშვთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ უნდა გაძლიერდეს ოჯახის როლიც.

„მთავარი ამოცანა დღეს ქვეყნისთვის უნდა იყოს, რომ შექმნას ქვეყანაში სივრცეები, სადაც იარსებებს პოზიტიური, ახალგაზრდული კულტურა. იქნება აქ ღირებულებები, აბსოლუტურად ლიბერალური, ჰუმანური, ადამიანური და არა აგრესიაზე და ძალადობაზე დაფუძნებული,“ - განაცხადა ბავშვთა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ.

დღის ამბები