19 მაისი 2024,   04:35
ვრცლად
"თავისუფალი ზონის" აქტივისტს თავს დაესხნენ

"თავისუფალი ზონის" აქტივისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ცემის შედეგად "თავისუფალი ზონის" აქტივისტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თავდასხმამდე, გიორგი კვანჭიანმა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქციას მიაწოდა ინფორმაცია ამერიკაში გადასახლებული ყოფილი პოლიციელების შესახებ.

„მოვდიოდი ტაქსით და უცბად ტაქსიდან რომ ჩამოვედი, წავედი მაღაზიაში წყალი უნდა მეყიდა. გამოვედი თუ არა შემოსახვევში, ჩემთვის უცნობმა ორმა პიროვნებამ მოულოდნელად მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მუქარა არ ყოფილა, მაგრამ გინება იყო,“ - განაცხადა ”თავისუფალი ზონის” აქტივისტმა გიორგი კვანჭიანმა.

ელისო კილაძის განმარტებით, პატრულის გადამდგარ თანამშრომლებთან, სკანდალური ინტერვიუ მღებრიშვილის უწყების შესახებ გუშინვე Skype-ით ჩაწერეს და ის სამშაბათის ნომრისთვის მზადდება.

ოფისის დატოვების შემდეგ კი, 24 წლის ბიჭს ორი უცნობი პირი დაედევნა. სამოქალაქო ფორმიანი მამაკაცები კვანჭიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მან დაგვაკავშირა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეულ ყოფილ პოლიციელს, რომელიც არის მისი ნათესავი. პოლიციელმა ჩვენ მოგვცა ძალიან სკანდალური ინტერვიუ, რომელიც ეხება შს სამინისტროში გიორგი მღებრიშვილის დროს მიმდინარე მოვლენებს. დაასახელა სკანდალური ფაქტები, სახელები, გვარები და ა.შ. დაახლოებით 40 წუთში ის დაგვიკავშირდა facebook-ის მეშვეობით და გვითხრა, რომ არის ნაცემი, სახლთან დახვდა ორი პირი, ნაცემია თავის არეში,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

ექიმის განმარტებით, მას ტვინის შერყევა და შესაძლოა, შიდა ქალას ტრავმა აქვს. დაკვირვებისთვის დაშავებული ღამით კლინიკაში დატოვეს. ელისო კილაძემ მიმართა შსს-ს. გამოძიება 126-ე ცემის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები