26 დეკემბერი 2024,   16:10
ვრცლად
"თუ იქნება შესაძლებლობა მისი ექსტრადირების, შესაბამის სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში"-კალაძე სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს

თბილისის მერი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ არსებობს კითხვები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოშიც.

„უკრაინის შესაბამის სამსახურებს გააჩნია კონკრეტული კითხვები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, თუმცა საქართველოში მასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები. წაყენებული აქვს ბრალი კონკრეტულ საქმეებზე. ასევე გაგზავნილია მოთხოვნა  გადმოცემასთან დაკავშირებით და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ იქნება შესაძლებლობა მისი ექსტრადირების  რა თქმა უნდა შესაბამის სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები