21 დეკემბერი 2024,   16:22
ვრცლად
თამარ ნუცუბიძეს უკრაინელმა მესაზღვრეებმა განკარგულება გადასცეს და საბოლოოდ უთხრეს უკრაინაში შესვლაზე უარი

"რუსთავი 2"-ის კორესპოდენტს თამარ ნუცუბიძეს უკრაინის აეროპორტში გადაწყვეტილება გადასცეს, რომლის საფუძველზეც მას ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. დოკუმენტში წერია, რომ მან საზღვრის გადალახვის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი დაარღვია. განკარგულებაში ნათქვამია, რომ თამარ ნუცუბიძემ ვერ მოახერხა დაესახელებინა მიზეზი თუ რატომ ჩავიდა უკრაინაში.

თამარ ნუცუბიძის განცხადებით, ის ორმა მესაზღვრემ გამოკითხა, რომლებსაც განუმარტა თუ რა მიზნით აპირებდა უკრაინაში შესვლას და იქვე უთხრა, რომ მას ამ ქვეყანაში არა ერთხელ შეუსრულებია პროფესიული მოვალეობა.  

გარდა ამისა, თამარ ნუცუბიძემ მესაზღვრეებს წარუდგინა აკრედიტაციები ევროკავშირში, ნატოში. მათი კითხვა კი, შეეხებოდა თამარ ნუცუბიძის ვიზიტს ნოემბერში უკრაინაში. თამარ ნუცუბიძემ განუმარტა მათ, რომ აკეთებდა რეპორტაჟს.

"რუსთავი 2"-ის კორესპოდენტმა განუმარტა მესაზღვრეებს, რომ ამჯერადაც აპირებდა შეესრულებინა პროფესიული მოვალეობა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

მესაზღვრეებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ მას მხოლოდ ერთჯერადად აეკრძალა უკრაინაში შესვლა და ის ე.წ. შავ სიაში არ არის.

თამარ ნუცუბიძე ამ ეტაპზე გადმოყვანილია ტრანზიტულ ზონაშია.      

დღის ამბები