23 აპრილი 2024,   22:25
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით სახურავზე ასვლით მან დრო მოიგო, რათა მის მხარდამჭერებს შეკრება მოესწროთ 

საქართველოს ექსპრეზიდენტი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ის დაკავებამდე სახურავზე ავიდა.

მიხეილ სააკშვილის განცხადებით ის ელოდა, რომ დააკავებდნენ, თუმცა ასეთ უხეშ მეთოდებს არა. მისი განმარტებით მაშინ, როდესაც სპეცრაზმი ცდილობდა შევარდნას მის სახლში, ის ავიდა სახურავზე და ამ გზით მოიგო დრო, რათა მომხდარიყო ხალხის მობილიზება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ის სახურავზე ყოფნის დროს ეუბნებოდა  სპეცრაზმის თანამშრომლებს, რომ თუ მიეკარებოდნენ მაშინ ის სახურავიდან ჩასრიალდებოდა და ამ გზით შეძლო მათი შეკავება, ხალხმა კი მის სახლთან შეკრება მოასწრო. 

დღის ამბები