18 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობას მმართველი გუნდი სპექტაკლს, ოპოზიცია კი პოლიტიკურ დევნას უწოდებს

კიევში განვითარებულ მოვლენებს სპექტაკლად მოიხსენიებს "ქართული ოცნება". საპარლამენტო უმრავლესობა სამწუხაროს უწოდებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქმედებებს და მას პროვოკაციად აფასებს. ამავე დროს „ქართული ოცნებისთვის“ გაუგებარია, რატომ ვერ დააკავეს სააკაშვილი უკრაინელმა სამართლდამცველებმა.

მმართველ გუნდში ხაზგასმით აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესები უკრაინის შიდა საქმეა და მასში საქართველო არ ერევა.

„ეს ყველაფერი არის ერთ დიდი სპექტაკლი, რომელიც იდგმება, თორემ მართლა დაჭერა რომ სდომებოდათ, მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება სახელმწიფო თუ გქვია, მე ამას სინანულით კი არ ვამბობ, მე მთლიანად ინდეფერენტული ვარ ამ შემთხვევაში, იქ ლაპარაკია სააკაშვილის დაჭერაზე უკრაინული კანონმდებლობის დარღვევების გამო. ამიტომ, ჩვენთან ამას ამ წუთში არანაირი კავშირი არ აქვს,“ - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

ნებისმიერ პირის მიმართ პოლიტიკურ დევნას სახელმწიფოსთვის დამღუპველს უწოდებენ „ევროპულ საქართველოში“.

„თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნისთვის პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრები არის ანაქრონიზმი, რომელიც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, ლახავს იმიჯს და გარდა ამისა, ანგრევს სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფო ინსტიტუციურ სტრუქტურებს,“ - აცხადებს სერგო რატიანი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები