18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

შვედეთში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა შვედეთის მეფესთან, მის შვედ კოლეგასთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან.

სტოკჰოლმის გარდა, ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად ეწვევა ქალაქ უფსალასაც. დაგეგმილია შეხვედრა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან და ქართველ სტუდენტებთან.

შვედეთში ვიზიტის მიზანი, ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა.

„ფართო და ყოვლისმომცველი ვიზიტია და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად განავითარებს, კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ - შვედურ ურთიერთობებს,“ - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

დღის ამბები