24 აპრილი 2024,   22:04
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი უკრაინაში არ შეუშვეს - გენერალური დირექტორი განმარტებას საგარეო უწყებისგან ითხოვს

"რუსთავი 2"-ის ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის უკრაინაში არ შეშვებასთან დაკავშირებით განმარტებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრისგან ითხოვს ტელეკომპანიის გენერალური დირექოტრი.

ნიკა გვარამიას თქმით, დაუშვებელია ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ და მომხდარით მისი ქვეყნის ხელისუფლება არ დაინტერესდეს.

ამ საკითხზე პასუხს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ელოდება საქართველოში უკრაინის ელჩისგანაც.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა გუშინ ბორისპოლის აეროპორტიდან ქვეყანაში შესვლის უფლება რამდენიმე საათიანი ლოდინისა და დოკუმენტების შემოწმების შემდეგ თამარ ნუცუბიძესთან ერთად, არ მისცეს ჟურნალისტ ვახო სანაიასაც.

დღის ამბები