18 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
"შუაღამემდე დაძაბულობა იყო და გადავწყვიტე, რომ კიევში ჩამოვსულიყავი" - სანდრა რულოვსი

უკრაინაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი თბილისიდან ადევნებდა თვალს. თუმცა უკრაინაში შექმნილი დაძაბულობის გამო, ის კიევში გაემგზავრა. სანდრა რულოვსის თქმით, სააკაშვილის დაკავებას ამერიკიდან და ევროპიდან გამოხმაურებები მოჰყვა.

„რომ გავიგე, მიშას დაკავებას ჰქონდა ადგილი, არ ვიცოდი რა მექნა, ვურეკავდით ნათესავებს, მეგობრებს, ვიღებდით წერილებს, სიმპატიის მესიჯებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რაც არ მომეწონა, რაღაც ასე არ ჩანდა, ცოტა დრო გავიდა, იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა. ხალხი მატულობდა. დრო რომ გავიდა, რეაქციებიც იყო ევროპიდან, ამერიკიდან და ეს ყველაფერი იყო მიშას უსაფრთხოებაზე, გამჭვირვალე პროცესების მნიშვნელობაზე. ვფიქრობდით, რომ რაღაც კარგად მიდის საქმე და ცოტათი ამოვისუნთქეთ, მაგრამ შუაღამემდე დაძაბულობა იყო და გადავწყვიტე, რომ კიევში ჩამოვსულიყავი,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები