19 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
"დღეს ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე" - სულხან სალაძე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ანა ნაცვლიშვილი "საია"-ს პროექტების კოორდინატორმა სულხან სალაძემ შეცვალა.

ახალი თავმჯდომარე, მუშაობას დღეიდან შეუდგება. სულხან სალაძემ, საკუთარი გეგმები ჟურნალისტებს და საზოგადოებას დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გააცნო.

„საია" შეეცდება, რომ გააგრძელოს მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ამ დრომდე მუშაობდა. ასევე პირადად ჩემი სურვილია და ცხადია, ამ თემაზე კიდევ გვექნება საუბარი, რომ ჩვენ რიგ ისეთ თემებსაც შევეხოთ, რომელსაც შესაძლოა, ამ ეტაპამდე "საია" აქტიურად არ ფარავდა. თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ დღეს ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, ადამიანის უფლებების დაცვის, კარგი მმართველობის თვალსაზრისით. ყველა საკითხი ჩვენთვის იქნება პრიორიტეტული,“ - აცხადებს "საია"-ს ახალი თავმჯდომარე სულხან სალაძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განვითარებაზე ისაუბრა ყოფილმა თავმჯდომარემაც. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციამ აქტიურად უნდა იმუშაოს, რადგან ქვეყანა დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

„იმედი მაქვს, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი არა ერთი თემა, რომელიც ამ წლებში დაიწყო ორგანიზაციამ თუ წინა წლებში, გაგრძელდება მუშაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით და მეტი აქცენტით და ასევე იქნება გარკვეული სიახლეები ორგანიზაციაში, როგორც შიდა ასევე გარე თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე არის ქვეყანა, არა ერთი გამოწვევა არის ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის მიმართულებით,“ - განაცხადა "საია"-ს ყოფილმა თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები