18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
"ღირსების მანიფესტაცია" - "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იწყება

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია რუსთაველის მეტროსთან იწყება. პარტია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო "ღირსების მანიფესტაციას" მართავს. რუსთაველის მეტროსთან აქციაზე მხარდამჭერები იკრიბებიან. 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების მცდელობას და კიევში მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ. 

პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები შეთანხმებულად, კრემლში დაწერილი სცენარით მოქმედებენ. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ კიევში ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლა არა ცალკეულ პოლიტიკოსებს შორის, არამედ ეს არის მოსკოვის მცდელობა, გააძლიეროს საკუთარი გავლენა.

ოპოზიციური პარტია საქართველოს ხელისუფლებას კიევთან შეთანხმებულად მოქმედებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. 

დღის ამბები