18 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
უკრაინის შსს-მ მიხეილ სააკაშავილზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა. პერსონები, რომლებიც სამართალდამცველებს ემალებიან - სწორედ ამ კატეგორიაში განათავსა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ფოტო.

ავაკოვის უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს გაუჩინრდა, გაუჩინარების ადგილი - ქალაქი კიევი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს, სადაც უნდა დარეკონ მოქალაქეებმა, ვინც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილით ძებნილ მიხეილ სააკაშვილს ნახავს. 

დღის ამბები