26 აპრილი 2024,   05:17
ვრცლად
პირველი მოსმენით მიღებული სტრუქტურული ცვლილებები - რა რაოდენობის თანხას დაზოგავს ბიუჯეტი, ისევ უცნობია

6 საათიანი განხილვის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა, რომლებიც ერთდროულად 99 კანონში შევა. თუმცა, გაურკვეველი დარჩა სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, რა რაოდენობის თანხას დაზოგავს ბიუჯეტი. სწორედ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ასახელებდა მთავრობა ცვლილებების მიზეზად.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კი რომელიც პარლამენტში შევიდა ირკვევა, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ ჯამში 2900 ადამიანიდან მხოლოდ 6-ს შეამცირებენ. ოპოზიცია განმარტებებს ითხოვდა, რატომ დაიწყო მთავრობამ რეფორმა ისე, რომ წინასწარ არ დათვალა ხარჯები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპტიმიზაციის გეგმა ჯერ არ არსებობს და რეფორმის შემდეგ უსამსახუროდ მხოლოდ 6 საჯარო მოხელე დარჩება. 

ოპოზიციისთვის მიუღებელია ცვლილებების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ახალი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნას გულისხმობს. პრემიერის გადაწყვეტილებით, ამ სამსახურს გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ უწყება საგანგებოდ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა დასაქმებისთვის იქმნება.

"პატრიოტების" წევრმა, ადა მარშანიამ კი სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოითხოვა. 

 

დღის ამბები