15 დეკემბერი 2017,   17:56
ვრცლად
სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქე ბარგში, ერთ-ერთ ჩანთაში აღმოაჩინეს

თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქე ბარგში, ერთ-ერთ ჩანთაში აღმოაჩინეს. თურქული მედიის ცნობით, ის 22 წლის ქალია და მას თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდა. ამ ფაქტის შემდეგ ის დააპატიმრეს.

დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ახალგაზრდა ქალს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდა.

მესაზღვრეებმა ბარგის ჩხრეკის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთი ქალი, ასევე საქართველოს მოქალაქე თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას დიდი ზომის ჩანთით ცდილობდა.

ორივე ქალი მოგვიანებით, ართვინის რეგიონის სადაზვერვო სამსახურებს გადასცეს.

დღის ამბები