26 დეკემბერი 2024,   18:04
ვრცლად
"ქართული ოცნების" წევრი, შოთა შალელაშვილი სუს-ში დაიბარეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. კონკრეტულად, რა საქმე ჰქონდათ მასთან სუს-ის წარმომადგენელებს, შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა აღარ დააკონკრეტა.

შალელაშვილის თქმით, მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსთან, რომელშიც მან მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, სუს-ში დაბარებას კავშირი არ აქვს.

შალელაშვილმა საზოგადოებას თავი მისი ხმაურიანი და მმართველ გუნდთან შეუთანხმებელი განცხადებებით დაამახსოვრა.

დღეს მან პრემიერს ღია წერილით მიმართა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა. ღია წერილი პრემიერის ცხარე კრიტიკის საფუძველიც გახდა.

უფრო ადრე კი, შალელაშვილმა იუსტიციის მინისტრი უპასუხისმგებლო განცხადებებში დაადანაშაულა.

 

დღის ამბები