26 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
სამთავრობო ცვლილებების შესახებ ძირითადი პაკეტი პარლამენტმა დაამტკიცა

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ძირითადი პაკეტი პარლამენტმა 86 ხმით არცერთის წინააღმდეგ უკვე დაამტკიცა. ამ წუთებში დეპუტატები თანმდევ კანონებს უყრიან კენჭს. პაკეტში სულ 99 კანონპროექტია, რომლითაც გაუქმდება 4 სამინისტრო და გაერთიანდება მთელი რიგი უწყებები.

თუმცა, კონკრეტული შედეგები, თუ რამდენი დაიზოგება თანხობრივად, როგორი იქნება საკადრო პოლიტიკა და შემცირდება თუ არა ბიუროკრატიული აპარატი, კვლავაც უცნობია.

დღის ამბები