23 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
ვარკეთილში ავტომანქანის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადგენილია მძღოლის ვინაობა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

როგორც „რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

დღის ამბები