19 აპრილი 2024,   04:04
ვრცლად
შეთავაზებები მიმიღია ღარიბაშვილისგან, ჩუბინიძისგან - ბაჩო ახალაია ხელისუფლების მხრიდან გარიგების შეთავაზებაზე

„ამ ხელისუფლების მხრიდან იყო უსინდისო შემოთავაზება,“ - ეს განცხადება შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან გარიგების შეთავაზებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ყველა უსინდისო შემოთავაზებაზე ჩემი მხრიდან იყო ღირსეული პასუხი,“ - განაცხადა ახალიამ.

მისი თქმით, მასთან პირადად იყო შესული საკანში შს ყოფილი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

„მიმიღია ღარიბაშვილისგან, მაგალითად, მიმიღია, რა გვარია, არ მახსოვს, დაცვის უფროსი, ჩუბინიძისგან,“ - განაცხადა ახალაიამ.

ბაჩო ახალაიას თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ.

ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ეს მოქმედი ხელისუფლების ხელწერაა და "აქედან სხვანაირად არც არავინ გასულა და არც გავა". 

დღის ამბები