02 დეკემბერი 2024,   19:41
ვრცლად
ჩემი მეუღლის არაკანონიერ გატაცებას და დაკავებას მე ბოლომდე შევებრძოლები - სანდრა რულოვსი

სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ადვოკატების ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობას აგრძელებს, მაგრამ არის მხნედ და თავს კარგად გრძნობს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მიეცა, თუმცა იმედი აქვს, რომ ხვალ მისი მეუღლის ნახვის საშუალება ექნება.

სანდრა რულოვსი დღეს კიევში გამართულ აქციასა და იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ გამოვიდა უამრავი ადამიანი ქუჩაში. მისი თქმით, უკრანელი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს. 

„ისინი დაუცველად გრძნობენ თავს, როგორც იყო ჩემი მეუღლე, რომ რაღაც ოპონირების პირობებისთვის და მისი აზრის გამოთქმისთვის გაიტაცებენ ადამიანს და ჩასვამენ ციხეში," - ამბობს ის. 

სანდრა რულოვსის განცხადებით, უკრაინელი ხალხი გრძნობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში ვითარება უარესდება.

„ნამდვილად წითელ ხაზზე გადავიდა პოროშენკო თავისი პროკურორით, თავისი მინისტრებით და ეს ყველასთვის ნათელია, რომ ფიალა შეივსო,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 მისი თქმით, უკრაინაში არსებულ კორუფციულ სქემებში უმარავი ადამიანია ჩართული. 

„ჩვენ დავამტკიცეთ საქართველოში, რომ მიშას მოგონილი და გამოცდილი რეცეპტი მუშაობს და შეიძლება, იმუშაოს ასეთ პირობებში, როგორიც არის უკრაინაში, სადაც არის ნამდვილად ძალიან მძიმე კორუფციის სქემები და ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული,“ - ამბობს სანდრა რულოვსი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლის თქმით, აქციაზე უმრავი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ოპოზიციის წარმომადგენლებიც.  

"ეს არის ის საქმე, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლა და რეფორმების ჩატარება, რაც ძალიან საჭიროა და ამ ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა საიდანღაც უნდა დაიწყოს, თორემ უკვე დაგვიანდება,“ - აღნიშნავს სანდრა რულოვსი.

სანდრა რულოვსის თქმით, საქართველოშიც და უკრაინაშიც კარგად იციან, თუ ვისთან აქვთ საქმე სააკაშვილის სახით. 

„ერთმა ოლიგარქმაც და მეორემაც ორივე ქვეყანაში მშვენივრად იციან, ვისთან აქვთ საქმე, რომ მიშა არ არის იოლი ოპონენტი და აქვთ რამდენიმე სცენარი და ეს არის ძალიან საშიში,“ - განაცხადა რულოვსმა.

სანდრა რულოვსის თქმით, ის მისი მეუღლის დაკავება ბოლომდე შეებრძოლება.

„ჩემი მეუღლის არაკანონიერ გატაცებას და დაკავება მე შევებრძოლები ბოლომდე და შევეცდები, რომ ყველა ადამიანთან მივიდე და ვესაუბრო იმაზე, რომ სასწრაფოდ არის შესაჩერებელი ეს ძალიან არაჯანსაღი, არაკანონიერი სიტუაცია,“ - ამბობს სანდრა რულოვსი.

 შეგახსენებთ, რომ სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სპიკერად დაასახელა.

დღის ამბები