20 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
სააკაშვილმა გათავისუფლების შემდეგ მხარდამჭერებს კვირას ახალი აქციის გამართვისკენ მოუწოდა

„მინდა, გითხრათ, რომ დღეს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რითაც შეეწინააღმდეგა ყველას, მაგრამ მან გააკეთა ეს იმიტომ, რომ გაიგო თქვენი ხმა,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პეჩორის სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ გააკეთა.

„მათ დამაკავეს ციხეში, შემდეგ მათ უნდოდათ, რომ სააკაშვილი ჩაეკეტათ სახლში იმიტომ, რომ ის შეიძლება, მოკლან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ან მე ვარ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ან მათ სურთ ჩემი განადგურება. ამავდროულად ამბობენ, რომ მე ვარ მათი აგენტი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ ჩემი მოკვლა უნდათ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მხარდამჭერებს კვირას შეკრებისკენ მოუწოდა, რათა დაანახოს ხელისუფლებას, რომ მათ ღირსება გააჩნიათ.

"შევიკრიბოთ კვირას, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ბევრნი ვართ და კიდევ ბევრნი ვიქნებით და რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მათ უფრო ნაკლები დრო დარჩებათ," - განაცხადა სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა და პროკურტურის შუამდგომლობა შინაპატიმრობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. 

დღის ამბები