26 აპრილი 2024,   15:40
ვრცლად
პოროშენკოს სახელმწიფოს სათავეში ყოფნის საკითხი დასრულებულია - ბაჩუკი ქარდავა

„პოროშენკოს სახელმწიფოს სათავეში ყოფნის საკითხი დასრულებულია. ეს არის მხოლოდ დროის საკითხი. ის ისე დგამს პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომ არჩევანი არ აქვს. ის უშვებს შეცდომებს,“ - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ, არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, უკრაინაში კორუფციაა, რაც პეტრო პოროშენკოსთვის გამოწვევაა, მას კი მთავარ პრობლემად მიხეილ სააკაშვილი მიაჩნია.

„მისი მთავარი პრობლემა სააკაშვილი კი არაა, მისი მთავარი პრობლემაა, რომ ქვეყანაში კორუფციაა,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები