24 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში ადვოკატები აიცილა - საფუძველი მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაა

მიხეილ სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას ბოიკოტს უცხადებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა კიევიდან მიღებული წერილი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ წაიკითხეს.

სააკაშვილის აზრით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, ასევე უკრაინაში განვითარებული მოვლენები ღიად მიუთითებს, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები, მის დევნას ერთობლივი სცენარით ახდენენ.

ამის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი დავა ქართულ სასამართლოებში აზრს კარგავს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადვოკატი სახაზინო წესით დაენიშნება. სასამართლო პროცესი ე.წ. შეწყალების საქმეზე ხვალ გაგრძელდება. გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გამო ედავება. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს. 

 

დღის ამბები