26 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
არაფერ შუაში არ იყო დათო, არც ლევანი - 51-ე სკოლაში დატრიალებული ტრაგედიისას მოკლული მოსაწავლის მამის პირველი კომენტარი

51-ე სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ორი კვირა გავიდა, თუმცა, გარდაცვლილი 2 მოსწავლის ოჯახის წევრები კვლავ კითხვებზე პასუხს ელიან.

ერთ-ერთი გარდაცვლილი მოსწავლის, დათო სარალიძის, მამა საქმის მასალებს არ გასცნობია, არც გამომძიებელს შეხვედრია, თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ ერთი დამნაშავე არაა და კონფლიქტშიც, რომელსაც კიდევ ერთი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არა ორი, არამედ რამდენიმე ცივი იარაღი გამოიყენეს.

შვილმკვდარი მშობლები პროკურატურისგან კონკრეტულ პასუხებს და შედეგს ელოდებიან.

ოჯახისთვის ობიექტური გამოძიება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ტრაგედიის შემდეგ მოზარდებს შორის კონფლიქტი აღარ გაგრძელდეს.

ის ყვება, რომ ტრაგედიის დღეს მისი შვილი კონფლიქტის ინიციატორი არ ყოფილა.

დავით სარალიძის მამა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას მოკლულ მეორე მოზარდზეც საუბრობს, რომელიც არასრულწლოვნების კონფლიქტში სრულიად შემთხვევით მოხვდა.

51-ე სკოლის მოსწავლეები - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე, მეგობრები იყვნენ. დადუნაშვილი სისხლიანი გარჩევის დროს ადგილზე გარდაიცვალა, მას ორი სასიკვდილო ჭრილობა ასევე ცივი იარაღით მიაყენეს.

დათო სარალიძის მამა ამბობს, რომ მის შვილს დანა 12-ჯერ დაარტყეს. 5 ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან 24 საათში გარდაიცვალა. 16 წლის მოზარდს საზღვარგარეთ მყოფმა დედამ ვერ ჩამოუსწრო. 

დღის ამბები