18 მაისი 2024,   08:47
ვრცლად
ვარკეთილში "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს

ვარკეთილში "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკში ორი შეიარაღებული პირი, დაახლოებით დილის 10:00 საათზე შეიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა თანხის წაღება შეძლეს. 

თვითმხილველის განცხადებით, თავდამსხმელები ნიღბებით და იარაღით იყვნენ და მათ გაქცევა მოახერხეს.

განცხადება გაკეთდა "საქართველოს ბანკშიც". საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა. ბალავაძე გამორიცხავს, რომ თავდამსხმელებს ბანკიდან დიდი რაოდენობის თანხის წაღება მოეხერხებინათ.

„გამორიცხულია, რომ იყოს რაიმე მსხვილი თანხა წაღებული, ეს დანამდვილებით ვიცით. სერიოზულ ზარალზე საუბარი არ არის და არავინ არ არის დაშავებული,“ - განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას ბალავაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ წერეთელის გამზირზე "საქართველოს ბანკში" მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული პირი უკვე დააკავა. დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პირი. 

გუშინ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები