26 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
კვირიკაშვილმა მელიას აგინა - "შე ნაბიჭ... შენ მოგიტყ....."

მთავრობამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრა დატოვა, მანამდე კი ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. მელიამ პერმიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ის ფორმალური პრემიერია და ივანიშვილმა მისი შემცვლელი უკვე მოძებნა, რასაც კვირიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მან მელიას კორექტულობისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დეპუტატს აგინა:

"შე ნაბიჭ... შენ მოგიტყ....."-ამ სიტყვების შემდეგ კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა დარბაზი დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის პარლამენტში, პრემიერისა და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრაზე მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ კვირიკაშვილის შემცვლელზე დაიწყო საუბარი. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პრემიერმა დარბაზი მინისტრებთან ერთად დატოვა.

დღის ამბები