19 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
ცხენის და ვირის ხორცი საკვებში - კვების 12 ობიექტი 1000 ლარით დაჯარიმდა 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წელს საქართველოს მასშტაბით 90 ობიექტი შეამოწმა, აქედან 11 ობიექტი მომხმარებლებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცით წარმოებულ პროექტებს სთავაზობდა, ერთი ვირის ხორცის პროდუქტებს ყიდდა. 12-ვე ობიექტი 1000 ლარით დააჯარიმეს. კანონმდებლობა უფრო მკაცრ ზომებს არ ითვალისწინებს.

კვების ობიექტების ასეთი მასშტაბური კვლევა ახალი სტანდარტით აკრედიტებულმა ლაბორატორიამ პირველად ჩაატარა. შემოწმდა, როგორც ნახევარფაბრიკატები ასევე მზა საკვები.

ცხენისა და ვირის ხორცის ჭამა ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. საქართველოში ამ ცხოველების ხორცისგან პროდუქციის წარმოებაც დასაშვებია, თუმცა აუცილებელია მომხმარებელმა წინასწარ იცოდეს, რას ყიდულობს და პროდუქტი შემოწმებული იყოს. სპეციალისტების განმარტებით ცხენისა და ვირის ხორცი ხშირ შემთხვევაში კვების ობიექტებზე შეუმოწმებელი შედის და საკვებად ავადმყოფობით მკვდარი ცხოველის ხორცს ყიდიან.

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორც პროდუქტების შემოწმებას საქართველოს მასშტაბით 2018 წლიდან განაახლებს.

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები