19 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობა დამტკიცებულია

103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობა დამტკიცებულია. გიორგი კვირიკაშვილის გუნდისთვის ნდობის გამოცხადებას პარლამენტში 13 საათიანი განხილვა უძღოდა წინ. კენჭისყრიდან რამდენიმე წუთში პრემიერმინისტრმა დეპუტატებს მიმართა და მათ მთავრობის დამტკიცება მიულოცა. 

"მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა ვუსურვო მათ წარმატება. ჩვენ მოგვიწევს ჩვენი მთელი უნარის, გამოცდილების, შესაძლებლობის გამოყენება, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილური განვითარების პროცესი და ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეზე," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა პირველივე სიტყვაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გააკრიტიკა.

"არ შემიძლია არ აღვნიშნო ის უდიდესი მსგავსება, ქვეყნის ექს პრეზიდენტის იერსახესა და მის წარმომადგენელს შორის ჩვენს პარლამენტში და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა  კმაყოფილება, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის ექს პრეზიდენტი გავიდა პოლიტიკური არეალიდან და აბსოლუტურად მარგინალურ ზონაშია გადასული, სწორედ ასევე მისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ზუსტად ანალოგიურად იქცევა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.      

განახლებული მთავრობა მუშაობას 18-ის ნაცვლად, 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით შეუდგება.  

დღის ამბები