19 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
სანტა კლაუსის მარშრუტს ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის ცენტრი ახალი ტექნოლოგიებით აკონტროლებს

სანტა კლაუსის მარშრუტს ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის ცენტრი ახალი ტექნოლოგიებით აკონტროლებს. კოლორადო სპრინგზში არსებული სამეთაურო ცენტრის დახმარებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მსოფლიოს გარშემო მოგზაური თოვლის ბაბუას გადაადგილებას ადევნოს თვალი.

კანადურ-ამერიკული ორგანიზაცია, რომელსაც აეროკოსმოსური საფრთხეების გამოვლენა ევალება, უკვე 62 წელია შობის წინა დღეებში სანტა კლაუსის მარშრუტს აკონტროლებს.

ტრადიციას კი, საფუძველი 1955 წელს ჩაეყარა, როდესაც ამერიკულ გაზეთში სანტასთან გასაუბრების მსურველი ბავშვებისთვის, შეცდომით, აეროკოსმოსური ძალების შტაბის ტელეფონის ნომერი გამოქვეყნდა.

სწორედ ამ კურიოზის შემდეგ გადაწყვიტეს სამხედრო მეთაურებმა სანტას გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ყველა პატარას შეატყობინონ.

დღის ამბები