20 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
63 წლის მამაკაცი 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული - მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

63 წლის მამაკაცი 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. საქმის მასალებში წერია, რომ აჭარაში, 63 წლის მამაკაცმა მეზობელ 8 წლის გოგონაზე სექსუალურად აბაზანაში იძალადა.

შემთხვევა იმ დროს, როდესაც მცირეწლოვანის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. დაკავებულმა ბრალი რამდენიმე დღის წინ დახურულ სასამართლო პროცესზე აღიარა.

უმძიმესი დანაშაულის მოტივად 63 წლის მამაკაცის ადვოკატი დაკავებულის მიერ 1968 წელს გადატანილ დაავადებას, ტუბერკულოზს ასახელებს. თუმცა, პარალელურად ადასტურებს, რომ მცირეწლოვანზე განხორცილებული ძალადობის დროს ბრალდებული ადექვატური იყო. ამ ფაქტს ექპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

ბრალდებულის აღიარების მიუხედავად, მისი ოჯახის წევრები დაკავებულის სექსუალური ხასიათის დანაშაულთან კავშირს გამორიცხავენ. ისინი ამბობენ, რომ ბავშვს გამოძიებისთვის ჩვენება დედამ ზეწოლის შედეგად მიაცემინა. მოგვიანებით კი დაკავებულის ოჯახს საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ ფულს სთხოვდა.

ბრალდებებს უარყოფს 8 წლის გოგონას დედა და დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ვარაუდობს, რომ 63 წლის მამაკაცი მის შვილზე სისტემატიურად ძალადობდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმის გამო, რომ საქმე სექსუალური და პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას მოიცავს პროცესი ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაიხურა.

63 წლის მამაკაცი ახლა ქუთაისის მეორე დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები