22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
უსიამოვნო სუნი ფოთში - ადგილობრივების თქმით, ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება

ფოთის მოსახლეობა ქალაქში არსებულ უსიამოვნო სუნზე საუბრობს. სუნის პრობლემას ადგილობრივები თევზის გადამამუშავებელ ქარხნებსა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას უკავშირებენ, რის გამოც ფოთში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ საწარმოებიდან გამოსული ნარჩენები ზღვაში ხვდება და გარემოს აბინძურებს.

ფოთში თევზის გადამამუშავებელი 5 ქარხანაა, რომელთა მფლობელებიც პრობლემას აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ თევზის გადამუშავება სტანდარტების სრული დაცვის ხდება. მდინარეში მოხვედრილი ნარჩენები კი გაფილტრულია.

თევზის გადამამუშავებელი ქარხნები უკვე შეამოწმეს გარემოს დაცვის ინსპექტორებმა. უწყებაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, გარემოსთვის მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მძაფრი სუნი ფოთში სწორედ ქარხნების მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდეს.

ემუქრება თუ არა ფოთს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე, ამას ლაბორატორიული კვლევა დაადგენს. მონიტორინგის შედეგებს გარემოს დაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე, მარიამ შანშიაშვილი. 

დღის ამბები