26 აპრილი 2024,   15:57
ვრცლად
„პოლიციელი, რომელსაც ფორმა არ აცვია და გებლატავებათ, არის არშემდგარი ძველი ბიჭი და არ დაემორჩილოთ“- დათო ტურაშვილი

„რაც საბჭოთა კავშირისგან დაგვრჩა ეს არის ჩვენი დეგრადირებული ცნობიერება“-ამის შესახებ განცხადება მწერალმა დათო ტურაშვილმა ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

მწერალი ბოლო დღეებში განხორციელებულ რამდენიმედღიან საპოლიციო კონტროლს გამოეხმაურა. მისი თქმით უცნაურია ის, რა კომენტარებიც თუნდაც ზვიად რატიანის საქმეზე შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა და შეეცადა ხელი დაეფარებინა დამნაშავე პოლიციელებისთვის.

დავით ტურაშვილის განცხადებით წინა ხელისუფლება ცდილობდა პოლიციელებისთვის ხელის დაფარებას იმის გამო, რომ ახალი შექმნილი იყო და მის იმიჯს უფრთხილდებოდა, თუმცა ამ შეცდომამ ის ხელისუფლება მიიყვანა კატასტროფამდე.

მწერალი ამბობს, რომ იგივეს იმეორებს ახლანდელი ხელისუფლებაც.

დათო ტურაშვილი მოითხოვს, რომ გამოქვეყნდეს ის ვიდეომასალა, რომელიც რატიანის ცემამდეა ჩაწერილი. ის ამბობს, რომ თავად რატიანმაც თქვა, რომ სამართალდამცავებს აგინა, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე კი კონფლიქტი სულ სხვა რამის გამო დაიწყო. დავით ტურაშვილის განცხადებით პოლიციელებმა ზვიად რატიანს შეურაცხყოფა მიაყენეს ქურთუკის ფერის გამო და მას რომ სცმოდა შავი ქურთუკი, ალბათ „ქურდული მენტალობის“ პოლიციელებს ამაზე პრობლემა არ ექნებოდათ.

მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ არ მიიკარონ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან პოლიციის ფორმაში ჩაცმული.

„პოლიციელს რომელიც აღჭურვილია ფორმით, შესაბამისი ეკიპირებით და აქვს შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა, რომ პოლიციელია და თქვენთან შემოდის კონტაქტში მას უნდა დაემორჩილოთ, მას აქვს უფლება გაგაჩეროთ , შეკითხვა დაგისვათ. მაგრამ როგორც კი თქვენთან შემოდის კონტაქტში ადამიანი, რომელსაც ფორმა არ აცვია და გებლატავებათ არის არ შემდგარი ძველი ბიჭი და არ დაემორჩილოთ ასეთ ხალხს,“-განაცხადა დათო ტურაშვილმა.

  

დღის ამბები