02 აპრილი 2025,   13:37
ვრცლად
საწოლის თავზე ნატყვიარია, რაც ნიშნავს, რომ ბავშვი იწვა საწოლში - მაჩალიკაშვილის ადვოკატი გადაცდომებზე საუბრობს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გადაცდომებზე საუბრობს თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი. ცირა ჯავახიშვილი დღეს საგამოძიებო უწყებიდან საქმის მასალების გამოთხოვას აპირებს.

      დაჭრილი ახალგაზრდის უფლებადამცველი იმ კონკრეტულ ინფორმაციას ითხოვს, თუ რის საფუძველზეა 19 წლის ბიჭი ტერორისტებთან კავშირში დადანაშაულებული.

      უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გახსნას აპირებდა. ოჯახი ადვოკატთან ერთად კი ირწმუნება, რომ სპეცრაზმმა ახალგაზრდას მძინარეს ესროლა.

      „მოვითხოვ, რომ გამაცნონ ყველა იმ საქმის მასალებს, რის საფუძველზეც სამართალწარმოების ორგანო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რატომღაც ამ ოჯახში უნდა შესულიყო და 18 წლის ბავშვისთვის ფაქტობრივად საწოლში ესროლა. არავითარი შეხება არ ქონია მათთან, ვისზეც ტელევიზიით ითქვა. არავინ არ თქვას, რომ ის ბავშვი ან ფეხზე წამოდგა ან ლიმონკის გახსნას აპირებდა. იმიტომ, რომ ტყუილია, საწოლის თავზე ნატყვიარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი იწვა საწოლში,“ - აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი.

      დღის ამბები
      მეტი