21 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
"უნდა ვიცოდეთ მკაფიო დეტალები, რით დასტურდება ამ ახალგაზრდის კავშირი ჩატაევის ჯგუფთან"- ირმა ნადირაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოს“ კითხვები აქვს. ირმა ნადირაშვილი 19 წლის ახალგაზრდის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას პასუხისმგელობას აკისრებს.

„ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მკაფიო დეტალები, რით დასტურდება ამ ახალგაზრდის კავშირი ჩატაევის ჯგუფთან ან თუნდაც, სირიაში მისი კავშირები. ამის თაობაზე ჩვენ ვითხოვთ, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა ძალიან მკაფიო პასუხები გაგვცენ. მეორე კითხვა, რომელიც ჩვენ ასევე გვაქვს და გვინდა, ამ კითხვით მივმართოთ სამართალდამცველებს, უკავშირდება კონკრეტულად, ეპიზოდის დროს სამართალდამცავების ქმედებას, ჩვენ ვნახეთ, რომ გამოყენებული იყო სიცოცხლისთვის სახიფათო ძალა, სწორედ ამიტომ გვაინტერესებს მეტი დეტალი ვიცოდეთ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარდა. დაკავებულია 4 პირი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები