19 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
ძარცვა ბედობის ღამეს - მსახიობ ვასო ფხაკაძის მანქანა გატეხეს

ძარცვა ბედობის ღამეს - ბაგების დასახლებაში დაცული ტერიტორიის ავტოსადგომზე წუხელ რამდენიმე მანქანა გაძარცვეს, ნაწილი კი დააზიანეს. მათ შორის იყო „კომედი შოუს“ მსახიობის, ვასო ფხაკაძის ავტომანქანა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო ორი თვის განმავლობაში, როცა მისი მანქანა გატეხეს.

ამ წუთებში წყნეთს 24 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამივე მანქანიდან წაღებულია საწვავი. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის საწვავია მოპარული. 

„ჩემი მანქანაა გატეხილი და კიდევ ორი მეზობლის საწვავი მიაქვთ,“- აღნიშნა ვასო ფხაკაძემ. 

 

 

 

დღის ამბები