27 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
დღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, აშკარად იკითხება, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს პოლიტიკურს უწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი. სოფო გოგლიჩიძე ამბობს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ საკუთარი გადაწყვეტილებით დღეს საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

უფლებადამცველის თქმით, აშკარაა, რომ საქმე პოლიტიკურია, გადაწყვეტილება კი, კანონს მიღმა მიღებული.

„დღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, ვიდრე ბრალდება ედავებოდა ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს. დღეს მოხდა სამართლებრივი ნორმების დარღვევა აღნიშნული გადაწყვეტილებით. პოლიტიკურად არის შერაცხული ეს საქმე. აშკარად იკითხება, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მის მიმართ. შეუძლებელი იყო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დამდგარიყო მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, რომ არ ყოფილიყო კანონს მიღმა გადაწყვეტილებები მიღებული,“ - განაცხადა ადვოკატმა სოფო გოგლიჩიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

საქმე ეხება 179 პატიმრის შეწყალებას, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები