19 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
2017 წელს საქართველოს 7 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

2017 წელს საქართველოს 7 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. წინა წელთან შედარებით მათი რიცხვი 18 პროცენტით გაიზარდა. 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს  სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან ესტუმრა.

მონაცემები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი ჩოგოვაძემ შეაჯამა.

„მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს შემოსავლების ნაწილში და შემოსავლებმა, თუ 2016 წელს პირველად გადააჭარბა 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს, 2017 წელიწადი ჩვენ დავხურეთ 2 მილიარდ 700 მილიონი ამერიკული დოლარის შემოსავლით,“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

დღის ამბები