25 აპრილი 2024,   09:19
ვრცლად
ქორეპისკოპოსი იაკობი შესაძლოა საეკლესიო წესით გაასამართლონ - სკანდალური წერილი საპატრიარქოში უკვე შევიდა

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი საეკლესიო სასამართლოს მოითხოვს. მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სიცრუეში ადანაშაულებს და მღვდელმთავრის ქმედების გამო სინოდის რეაგირებას ელის.

ადვოკატი აცხადებს, რომ პატრიარქის სახელზე წერილი საპატრიარქოს ერთი თვის წინ ჩააბარა და ის ადრესატამდე ჯერ არ მისულა. რამიშვილი დარწმუნებულია, რომ პატრიარქს წერილი მისმა მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა და პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა დაუმალეს.

წერილი სულ რამდენიმე ფრაზას მოიცავს, ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ადვოკატი პატრიარქს და მის მოსაყდრეს ეკითხება, უნდა აგოს თუ არა პასუხი საჯაროდ გამოთქმული ცრუ ბრალდებების გამო მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა ქორეპისკოპოსმა იაკობმა. თუმცა იმის გამო, რომ საეკლესიო სასამართლო საქართველოში არ მოქმედებს რეაგირებას ადვოკატი წმინდა სინოდისგან ითხოვს, სწორედ მღვდელმთავრების კრებამ უნდა გადაწყვიტოს მეუფე იაკობი იტყუებოდა თუ სიმართლეს ამბობდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მისამართით.

დავა საეკლესიო სამართლის გარდა სამოქალაქო სასამართლოშიც მიმდინარეობს. ციანიდის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მეუფე იაკობმა დათა ახალიას აგენტობაში დაადანაშაულა და მეუფე პეტრეს ამბის მიმტანობა დააბრალა.

დღის ამბები