21 მაისი 2024,   19:26
ვრცლად
მიმდინარე კვირიდან ქვეყნას ახალი უმაღლესი მოსამართლეები ეყოლება

მიმდინარე კვირიდან ქვეყნას ახალი უმაღლესი მოსამართლეები ეყოლება, კენჭი მათ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უყაროს. კონკურსი გამოცხადებული იყო 52 ვაკანტურ თანამდებობაზე. სულ განაცხადი 84-მა კანდიდატმა შეიტანა.

მათ შორის არიან თავად იუსტიციის საბჭოს წევრები, ასევე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოქმედი მოსამართლეები - შოთა გეწაძე, ლევან თევზაძე, გიორგი ებანოიძე, გიორგი არევაძე, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე.

დღის ამბები