21 მაისი 2024,   23:43
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი - საბჭოს წევრები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს დღეს დაასახელებს. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ელოდებიან. კონკრეტული განცხადებები არ კეთდება, თუმცა ზოგად განცხადებებში საბჭოს წევრები ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი კარგად უნდა იცნობდეს სასამართლო სისტემას და არსებულ გამოწვევებს.

იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ წევრობის კანდიდატს ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეეძლოს.  

„მნიშვნელოვანია, რომ ის უნდა იყოს პრინციპების ერთგული, რითიც იხელმძღვანელებს საბჭოში საქმიანობისას. ეს შეიძლება იყოს პრინციპები, რომელიც ეხება იმას, რომ არ უნდა იყოს დავუშვათ, გარიგებაში რაიმე საკითხებთან მიმართებაში და იხელმძღვანელოს იმ სტანდარტით, რომელიც ეხება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას.

"თითოეული წევრის როლი არის განსაკუთრებული და თუკი ის იქნება მოტივირებული, რომ უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივები ჰქონდეს საბჭოში, მე უფრო პოზიტიურად შევაფასებდი, ვინაიდან, ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია, რომ ყველა წევრს ჰქონდეს განსხვავებული აზრი ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

„კურიერის“ ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კვოტით განსაზღვრულ პოსტზე ანა დოლიძის წარდგენას გეგმავს, რომელიც აქამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობდა.

დღესვე იუსტიციის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. საბჭოს წევრები ამ წუთებში იკრიბებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები