21 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ. მთავარი განსახილველი საკითხი კი, დეპუტატ მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბიუჯეტში ცვლილებები უნდა იყოს.

"ენმ"-ის წევრები სოციალურად დაუცველებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და მარტოხელა პენსიონერებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფას ითხოვენ.

ქათამაძის თქმით, მათ უნდა გადაეცეთ ელექტრო ენერგიის ათას კილოვატიანი წლიური ვაუჩერი.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი მმართველ გუნდს საარჩევნო დაპირებებს ახსენებს და მის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.  

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნაცვლად დანაპირებისა, შეემცირებინა კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგიაზე გადასახადი გაიზარდა, რაც მძიმედ აწვება ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას. სწორედ ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს და მარტოხელა პენსიონერებს გადაეცეთ წელიწადში 1000 კილოვატიანი ვაუჩერი,“ - განაცხადა ქამადაძემ. 

დღის ამბები