23 მაისი 2018,   05:17
ვრცლად
სახელმწიფო მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს - EMC

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის დაჭრილი ახალგაზრდის დაზარალებულად ცნობას ითხოვს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”. არასამთავრობო ორგანიზაციას სტატუსის მიღება მაჩალიკაშვილებს საქმის მასალებზე წვდომისთვის სჭირდება.

EMC-ის წარმომადგენლები, რომლებიც ოჯახის ინტერესებს იცავენ, ამ მოთხოვნით პროკურატურას დღეს მიმართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არა ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დროულ გამოძიებას ითხოვენ. ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში, სტრასბურგს მიმართონ.

„ჩვენთვის მთავარი პრობლემა ამ ნაწილში არის ის, რომ სახელმწიფოს, პროკურატურას, თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წარუდგენია ოფიციალურად. დღეს მას რაიმე სისხლის სამართლებრივი სტატუსი ძირითადი ბრალდების საქმეში არ აქვს და ამ ფონზე, სახელმწიფო მის წინააღმდეგ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და ავრცელებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, რომელიც სუს-ის მტკიცებით, მის ბრალეულობაზე უთითებს,“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები