17 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
500 კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა - სნოში დღეს მორიგი აქცია იგეგმება

მორიგი აქცია იგეგმება დღეს სნოში - ადგილობრივი მოსახლოება გამოძიების დასრულებამდე ქსანი-სტეფანწმინდის 500 კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.

სოფელში ამტკიცებენ, რომ ადგილი, სადაც ბოძებისა და ტექნიკის განთავსება იგეგმება, უკანონოდ არის გასხვისებული, რასაც ფინანსური პოლიცია იძიებს.

თავის მხრივ კომპანია "ენერგო ტრანსი", რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძიება მშენებლობას ხელს არ უშლის.

პროექტის თანახმად, ხაზი სახლებიდან 30-40 მეტრში გადის. მოსახლეობა მის კიდევ უფრო დაშორებას ითხოვს. 

დღის ამბები