17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა - ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა, წარსულში ნასამართლევი პირი ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, ასევე, ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 0,033 გრამი "ჰეროინის" ხსნარი ამოიღეს.

უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დღის ამბები