17 მაისი 2024,   14:45
ვრცლად
ადვოკატი "კურიერის" ინფორმაციას ადასტურებს, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი დაჭრილი მოზარდი ფიგურირებს

„დაცვის მხარე დარწმუნებული ვართ, რომ დანაშაული მხოლოდ ორ პირს არ ჩაუდენია. იქ იყო იმაზე მეტი დანა, ვიდრე გამოძიებით არის დადგენილი და იმაზე მეტი პირი მონაწილეობდა, ვიდრე ბრალდებულის სკამზე ზის,“- ეს განცხადება ადვოკატმა, ეკატერინე მაჭარაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გააკეთა.

მისი თქმით, დაცვის მხარე ხედავს საფრთხეს, რომ დანაშაული მხოლოდ ორ არასრულწლოვანს დააბრალდეს.

ეკატერინე მაჭარაშვილმა „კურიერის“ ინფორმაცია დაადასტურა, რომ საქმეში არის კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს დაიჭრა, თუმცა გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, ვინ დაჭრა მოზარდი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. დღესვე სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები