03 დეკემბერი 2024,   23:46
ვრცლად
პანკისის ხეობაში სამართალდამცავები კიდევ ერთი ადგილობრივის სახლს ჩხრეკენ

პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ადგილობრივის სახლს ჩხრეკენ - სამართალდამცავები სოფელ ომალოში,ზურაბ იდოიძის სახლში იმყოფებიან. 

სახლის ჩხრეკამდე იდოიძე ახმეტაში დააკავეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის შესაძლოა აჰმედ ჩატაევთან იყო დაკავშირებული. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ზურაბ იდოიძე წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, 2 კვირის წინ პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩლიკაშვილი დაიჭრა. პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად არიან დაკავებულები, რომელთაც ბრალად ტერორიზმთან კავშირი ედებათ.

 

დღის ამბები