19 მაისი 2024,   11:57
ვრცლად
ახალი საპროტესტო ტალღა - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია "NEWS ONE"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეა დამოკიდებული თუ როდის დაიწყება მომდევნო საპროტესტო ტალღა და მნიშვნელოვანია, რომ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებსაც მიეცეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების შანსი.

პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მის შეჩერებას დაკითხვებისა და სასამართლო პროცესების მეშვეობით ცდილობს, ის რეგიონებში ქვეყნის მომავალი ხელისუფლების წევრების შესარჩევად მაინც წავა.

„ვიდრე აქციების ჩატარებას დავგეგმავთ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები უნდა გავმართოთ, რადგან მათაც მივცეთ შანსი საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებას სურს რომ კიევში ვიმყოფებოდე და სხვადასხვა უწყებებში დაკითხვებზე ვიარო, უახლოეს დღეებში რეგიონებში გასვლას და შეხვედრების გამართვას ვგეგმავ. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც არსებული სისტემის წინააღმდეგ გამოდიან. ვინც იცის, რომ ქვეყანაში პრობლემების უმეტესობის სათავე კორუფციაა და ამას აღარ მოითმენენ. უკრაინის ახალი ხელისუფლება სწორედ ასეთი ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს. ხვალ მორიგი სასამართლო პროცესია დანიშნული, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ სცადონ შინაპატიმრობა მომისაჯონ. ეს კი იმისთვის კეთდება, რომ მე ხალხთან შეხვედრები ვერ გავმართო. მე ხელისუფლებასთან კომპრომისზე არ მივდივარ და ამის გამო ჩემს მოშორებას ცდილობენ,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები