27 აპრილი 2024,   10:31
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს მიუსამძიმრა

ბიძინა ივანიშვილმა აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს მიუსამძიმრა. ყოფილი პრემიერმინისტრი ის საკათედრო ტაძარში მეუღლესთან ერთად მივიდა. ბიძინა ივანიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მარიკა ლორთქიფანიძეს სიონის საკათედრო ტაძარიდან გამოასვენებენ. აკადემიკოსს დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ცნობილი ქართველი მეცნიერი და ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. მას გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. სხვადსხვა წოდებასთან ერთად ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები