17 იანვარი 2018,   08:57
ვრცლად
"მთავარია, სამართალდამცავი ორგანოებისგან ინფორმაციას დაველოდოთ და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები"- კობახიძე სპეცოპერაციაზე საუბრობს

"მთავარია, რომ ჩვენ სამართალდამცავი ორგანოებისგან ინფორმაციას დაველოდოთ და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები,“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.

მმართველი გუნდის წევრები პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებენ, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე შეფასებები არ გააკეთონ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.

 

 

 

 

დღის ამბები