19 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
შესაძლოა, საპატრიარქოში ინფორმაციას სრულად არ ფლობენ - არასამთავრობოები ნარკოპოლიტიკაზე საპატრიარქოს განცხადებას პასუხობენ 

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ თხოვნას, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა დროებით უნდა შეჩერდეს, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

სამოქალაქო სექტორი, დამატებითი კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობაში ამბობენ, რომ, შესაძლოა, საპატრიარქოში ინფორმაციას სრულად არ ფლობენ, რადგან იმ სერვისებს, რომელთა განვითარებაზეც აქცენტი კეთდება განცხადებაში, კანონპროექტი უკვე ითვალისწინებს.

„ორი ვარიანტის არის, რაც შეიძლება ვივარაუდოთ - ერთი ის, რომ არასრულად მიდის ინფორმაცია საპატრიარქომდე და მეორე ის, რომ შესაძლოა, რაღაც მონაკვეთები ამ კანონპროექტისა ვერ იქნა აღქმული სწორად,“ - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.  

საპატრიარქოს განცხადებას ხელისუფლების ტესტად აფასებენ პარტია გირჩის წევრები.

„ეს იქნება კონკრეტული ტესტი ხელისუფლებისთვის, დაემორჩილებიან საპატრიარქოს, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა დააწესოს დამატებითი რეგულაციები ნარკოტიკების გამავრცელებლის მიმართ და ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ ცვლილებების შესახებ საკუთარი ხედვა უნდა წარადგინოს. 

ასევე შეიქმნას დამატებითი კურსები სხვდასხვა სასწავლო დაწესებულებებში და მოხდეს სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრების გაძლიერება. ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის შემთხვევაში კი კანონი უნდა გამკაცრდეს.

გავრცელებულ წერილში ამ თემასთან დაკავშირებით სასულიერო პირების ჩართულობით კონსულტაციების გამართვის საჭიროებაზეც არის ყურადღება გამახვილებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები